ბიზნესების ყოველდღიურობის კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს მობაილბანკში ბიზნესოპერაციებისა და ტრანზაქციების შესრულება ახალი ფუნქციონალებითაა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს მომხმარებლების დროს და მათ ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუმარტივებს.
სიახლეები ბიზნეს მობაილბანკში რამდენიმე მიმართულებით დაინერგა:
ბიზნეს მობაილბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ინფორმაცია მიიღონ მობაილბანკის მომხმარებლის აქტივაციის ვადის ამოწურვის შესახებ. ახალი ფუნქციონალით, კომპანიის დირექტორს შესაძლებლობა ექნება, ბიზნეს მობაილბანკითვე გაუხანგრძლივოს მომხმარებელს აპლიკაციით სარგებლობის ვადა.
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს მომხმარებლების მენეჯმენტის ფუნქციონალი დაემატა. კომპანიის მფლობელს შესაძლებლობა აქვს, დისტანციურად, ბიზნეს მობაილბანკით გაააქტიუროს “ვადაგასული მომხმარებელი”, დაამატოს ახალი მომხმარებელი და ჩაურთოს მას სხვადასხვა უფლება. ამასთანავე, შეიცვალა როლის მინიჭების ფუნქციონალი. რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესებს მომხმარებლებისთვის სხვადასხვა როლის ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ.
თიბისიში ბიზნესპროცესების გასამარტივებლად, სიახლეები მუდმივად ინერგება. უახლოეს მომავალში, ბიზნეს მობაილბანკში კიდევ არაერთი განახლებულ ფუნქციონალი იქნება ხელმისაწვდომი.
5 ივლისი ახლოვდება, წლის საუკეთესო დრო შოპინგის...
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების ...
თიბისიმ მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტი...
საქართველოს ბანკი, როგორც ხელოვნური ინტელექტის ...
Mana press